უიკერი: უნგრელებმა პუტინის გავლენა უარყვეს და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტეს
აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერ სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის არჩევნებში დამარცხებას გამოეხმაურა.
უიკერის თქმით, “უნგრელებმა პუტინის გავლენა უარყვეს და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტეს“.
მისივე თქმით, მოუთმენლად ელის შეერთებულ შტატებსა და სხვა NATO-ს მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერებულ მეგობრობას.
უნგრეთის თავისუფლებისმოყვარე ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ვულოცავ მათ და პეტერ მადიარს, უნგრეთის მომავალ პრემიერმინისტრს. მათ უარყვეს ვლადიმირ პუტინის, მსოფლიოს ყველაზე ბოროტი დიქტატორის, მავნე გავლენა და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტეს.
შეერთებულ შტატებსა და ჩვენს სხვა NATO-ს მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერებულ მეგობრობას მოუთმენლად ველი.