ორბანი ხალხის დაშინებას ცდილობდა, ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდა - მადიარი
ორბანი ხალხის დაშინებას ცდილობდა, ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდა , - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო პროპაგანდა, რომელსაც სიმართლის მარცვალიც არ ჰქონდა.
მადიარის თქმით, ვიქტორ ორბანმა ისეთი ხუთგანზომილებიანი ჭადრაკი ითამაშა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც გახდა მისი დამარცხების ერთ-ერთი საფუძველი.
ორბანი ხალხის დაშინებას ცდილობდა, ახალგაზრდა თაობის დაშინებას, ამბობდა, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა უნგრელი ხალხის ოჯახის წევრებს უკრაინის ომში ფრონტის ხაზზე გაუშვებდნენ. ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდა. ეს იყო პროპაგანდა, რომელსაც სიმართლის მარცვალიც არ ჰქონდა. უნგრეთში არავის უნდა ომი. მილიონობით უნგრელმა დაამტკიცა გუშინ, რომ უნგრეთის ისტორია არ იწერება არც მოსკოვში, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში, ის იწერება უნგრეთის ქუჩებში, უნგრელების მიერ. ვიქტორ ორბანმა ისეთი ხუთგანზომილებიანი ჭადრაკი ითამაშა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც გახდა მისი დამარცხების ერთ-ერთი საფუძველი. ის ყველაფერზე ლაპარაკობდა: უკრაინაზე, რუსეთზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი. ალბათ, ძილში რომ გაგეღვიძებინათ, იმასაც იტყოდა, რომ აშშ-ის არჩევნებში მან გაიმარჯვა და არა დონალდ ტრამპმა. ვიქტორ ორბანი საუბრობდა ყველაფერზე, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც უშუალოდ უნგრელ ხალხს აწუხებდა, - განაცხადა მადიარმა.