უნგრეთში ხალხი ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს - პეტერ მადიარი ხელისუფლებას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გადაიბარებს
უნგრეთის მომავალი პრემიერი და გამარჯვებული პარტიის ლიდერი, დღეს მსოფლიო მედიას უყვებოდა, როგორ ტყუილებში და საინფორმაციო ტერორში აცხოვრებდა ვიქტორ ორბანი ხალხს. ეს ისტორია ერთი-ერთში ჰგავს იმას, რაც წლებია ხდება საქართვლოში - ხალხის დაშინება ომით და ძალაუფლების ამ გზით შენარჩუნება.
რუსეთმა ყველა რესურსი გამოიყენა, რომ ვიქტორ ორბანს არჩევნები მოეგო, მაგრამ შედეგი ვერ დადო. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ იქნება ქვეყნის ახალი ლიდერის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. ბუქარესტი არ იქნება რუსეთის მეგობარი, მაგრამ გააგრძელებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან ეს არის პასუხი, რომელიც დღეს მოვისმინეთ.
"ქართული ოცნების" მთავარმა მოკავშირემ ევროკავშირში ძალაუფლება დაკარგა. ვიქტორ ორბანი არჩევნებზე, მარცხის აღიარების შემდეგ, კამერებთან აღარ გამოჩენილა. მისი გუნდი ამბობს, რომ ორბანის 16-წლიანმა მმართველობამ ხალხი დაღალა. ბევრი სცადეს თუმცა კიდევ 4 წლით ხელისუფლებაში დარჩენა არ გამოუვიდათ.