"თუ რომელიმე ირანული გემი ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება" - ტრამპი

13.04.26 20:48
"თუ რომელიმე ირანული გემი ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება" - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გაანადგურებს ირანის გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას შეეცდებიან.

მისი თქმით, "ირანის საზღვაო ძალების 158 გემი სრულად განადგურებული ზღვის ფსკერზეა", ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ირანის "სწრაფი თავდასხმის კატარღებისთვის" არ დაურტყამს, რადგან ისინი საფრთხედ არ მიაჩნიათ. 

ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა და სრულად განადგურებულია - 158 გემი. რაზეც ჩვენ არ დაგვირტყამს, არის მათი მცირე რაოდენობის "სწრაფი თავდასხმის კატარღები", რადგან ისინი დიდი საფრთხედ არ მიგვაჩნია. 

გაფრთხილება: თუ რომელიმე ასეთი გემი ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება იმავე განადგურების სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნარკოდილერების კატარღების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკია," - განაცხადა დონალდ ტრამპი. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა დაახლოებით 2 საათია რაც ამოქმედდა.

ცნობისთვის, ბლოკადა ვრცელდება ყველა ქვეყნის გემზე, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შედიან ან ტოვებენ მათ, მათ შორის არაბეთისა და ომანის ყურეებში მდებარე ყველა ირანულ პორტზე.

ამასთან, CENTCOM განმარტავს, რომ არ შეიზღუდება ნაოსნობის თავისუფლება იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტით გადაადგილდებიან და არაირანულ პორტებს უკავშირდებიან.

მსგავსი სიახლეები