ომანის ყურეში გემზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

14.04.26 14:33
ომანის ყურეში გემზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

ომანის ყურეში სატვირთო გემზე თავდასხმა უცნობი სარაკეტო სისტემით განხორციელდა, გემს ორი ჭურვი ესროლეს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოში აცხადებენ.

როგორც მედია წერს, გემზე ხანძარი გაჩნდა. ხომალდს დახმარება პაკისტანის საზღვაო ძალების გემმა აღმოუჩინა.

ამ დროისთვის უცნობია ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა.

 

მსგავსი სიახლეები