ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორუფციის საქმეზე ბრალი წარუდგინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონა გომესს კორუფციის საქმეში ბრალი წარუდგინეს. აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო.
განჩინებაში ნათქვამია, რომ მას ბრალი ედება მითვისებაში, გავლენის უკანონოდ გამოყენებაში, ბიზნეს გარიგებებში კორუფციასა და თანხების მითვისებაში.
კერძოდ, პრემიერის ცოლს ბრალად ედება მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტში თანამდებობის დაკავების მიზნით თავისი გავლენის გამოყენება და კერძო კარიერის წინ წაწევა. მას ასევე ბრალად ედება საზოგადოებრივი რესურსების გამოყენებით კერძო ინტერესების წინ წაწევა.
გომესი უარყოფს ბრალდებებს, ხოლო სანჩესი ბრალდებებს მემარჯვენე ფრთის მხრიდან მისი კოალიციის ძირის გამოთხრის მცდელობად მიიჩნევს.
- ცნობისთვის, გამოძიება მოსამართლე ხუან კარლოს პეინადომ 2024 წლის აპრილში დაიწყო იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა გომესმა პრემიერ-მინისტრის მეუღლის თანამდებობა პირადი სარგებლისთვის.
ახლა სასამართლოს გადასაწყვეტია, წარდგება თუ არა პრემიერ-მინისტრის ცოლი სასამართლოში.