მადიარი: უნგრეთი"კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას" აღარ დააფინანსებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას" (CPAC) აღარ დააფინანსებენ "
მადიარი აცხადებს, რომ CPAC-ს ბუდაპეშტში მიესალმებიან, "მაგრამ არა უნგრელი გადასახადების გადამხდელთა ფულით", არამედ “ფიდესის” ან ვიქტორ ორბანის ფულით უნდა დაფინანსდეს.
"სახელმწიფო აღარ დააფინანსებს მსგავს ღონისძიებებს, არც CPAC-ს და არც სხვა მასთან დაკავშირებულ მატიას კორვინუსის კოლეჯს და სხვა მსგავს ინსტიტუტებს. მე მჯერა, რომ სახელმწიფოს თავიდანვე არასდროს უნდა დაეფინანსებინა ისინი, ეს დანაშაული იყო.
პარტიების დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან შერევა, ჩემი რწმენით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს უნდა გამოიძიონ მომავალმა სამართალდამცველებმა, მათ შორის სახელმწიფო აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნულმა ოფისმა, რადგან ეს საბიუჯეტო თანხები არ იყო განკუთვნილი პარტიული ღონისძიებების დასაფინანსებლად", - თქვა მადიარმა.
CPAC-ის კონფერენციაში ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა. ის სიტყვით 2025 წლის მაისში და 2024 აპრილშიც გამოვიდა.