ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ და ფუნქციონირებას შეძლებს - ზელენსკი

14.04.26 19:22
ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ და ფუნქციონირებას შეძლებს - ზელენსკი

როგორც ვამბობდით, ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ და ფუნქციონირებას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთდროულად ყველა რეზერვუარის შეკეთება ვერ მოხერხდება, ვინაიდან, ეს გრძელი პროცესია.

“როგორც ვამბობდით, ის აპრილის ბოლომდე გარემონტდება, მთლიანად არა, მაგრამ საკმარისად, რათა ფუნქციონირება შეძლოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები