ვაშინგტონში ლიბან-ისრაელის მოლაპარაკებები გაიმართა
ვაშინგტონში ლიბანი-ისრაელის მოლაპარაკებები დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ისრაელის ელჩმა აშშ-ში, იეხიელ ლაიტერმა, ლიბანელი კოლეგები შეაქო, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი თანამშრომლობისთვის, მიუხედავად ჰეზბოლას მხრიდან არსებული ზეწოლისა.
მისი თქმით, დღეს აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მონაწილეები ერთ მხარეს არიან:
"დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ერთსა და იმავე მხარეს ვდგავართ. ეს არის ყველაზე პოზიტიური შედეგი, რაც შეგვეძლო ამ შეხვედრიდან გამოგვეტანა. ორივე მხარე ერთიანები ვართ ლიბანის გათავისუფლებაში ოკუპანტი ძალისგან, რომელსაც ირანი მართავს და რომელსაც ჰქვია ჰეზბოლა." - თქვა ლაიტერმა.
"ლიბანის მთავრობამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი აღარ იქნებიან ჰეზბოლასა და ირანის მიერ ოკუპირებული. ირანი დასუსტებულია, ჰეზბოლა კი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული" - თქვა ისრაელის წარმომადგენელმა.
მოლაპარაკებები ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ ეს არის "პროცესი და არა ერთჯერადი მოვლენა".
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებით "ძალიან კმაყოფილია".
ისრაელსა და ლიბანს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს შორის 1993 წლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრა.