WSJ: ევროპა ჰორმუზის სრუტის დამცველ კოალიციას აშშ-ის გარეშე ამზადებს — გეგმა ომის შემდეგ ამოქმედდება
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები აშშ-ის გარეშე მუშაობენ კოალიციის შექმნაზე, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ზღვაოსნობის უზრუნველყოფა და განაღმვა იქნება. გეგმა ომის დასრულების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
ინიციატივას საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ. როგორც ცნობილია, მისია არ მოიცავს კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებს — აშშ-ს, ისრაელსა და ირანს, ხოლო ევროპულ ხომალდებს ამერიკული სარდლობა არ უხელმძღვანელებს.
გეგმის მიზანია გადამზიდ კომპანიებს უსაფრთხოების გარანტია შეუქმნას. განხილვის ეტაპზეა გერმანიის შესაძლო მონაწილეობაც, რაც კოალიციის მასშტაბის ზრდაზე მიუთითებს.
პროექტი მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: სრუტეში გაჭედილი გემების გასვლა, ფართომასშტაბიანი განაღმვა და შემდგომ სამხედრო ესკორტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებს შორის გარკვეული უთანხმოებაც არსებობს.