„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა - The Times of Israel
The Times of Israel-ის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა.
მათივე ცნობით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანსაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების დასრულება წარმოადგენს.