პაკისტანის დელეგაცია, რომელიც ომის დასრულების მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, თეირანში ჩავიდა

15.04.26 20:16
პაკისტანის დელეგაცია, რომელიც ომის დასრულების მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, თეირანში ჩავიდა

პაკისტანის დელეგაცია, რომელიც ომის დასრულების მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, თეირანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

პაკისტანის დელეგაციაში არიან შეიარაღებული ძალების მეთაური, ასიმ მუნირი - რომელიც ტრამპმა ადრე თავის "ფავორიტად" მოიხსენია - და შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაკვი.

მანამდე, ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებამ, საინფორმაციო სააგენტო IRIB-მა, განაცხადა, რომ დელეგაცია აშშ-ს გზავნილის გადაცემას და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაგეგმვას აპირებდა. (გასულ შაბათ-კვირას ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.)

ამასთან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შეჰბაზ შარიფი, მისი ოფისის ცნობით, საუდის არაბეთში, ჯიდაში ჩავიდა, "რეგიონულ ვითარებაზე მოსაზრებების გასაცვლელად".