ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - ბენიამინ ნეთანიაჰუ

16.04.26 10:15
 ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზნები ომთან დაკავშირებით კვლავ თანხვედრაშია.

ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის“ განადგურებასთან ახლოსაა - ამბობს ის. 

„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები, შესაძლოა, განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“,- თქვა ნეთანიაჰუმ.

ირკვევა ისიც, რომ ისრაელის  პრემიერ-მინისტრმათავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის გაძლიერების ბრძანება მისცა.