რუსებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
უკრაინული მედიის თანახმად, რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი ლისაკი ამბობს, რომ დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობა ხაჯიბეის რაიონში.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საპორტო, კრიტიკული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები.