ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

16.04.26 20:27
ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე ამოქმედდება.

ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის ესაუბრა როგორც ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნს, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

მე ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა ლიბანის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ  ნეთანიაჰუსთან. ეს ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მათ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად, ისინი ოფიციალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთის დროით საღამოს 5 საათზე, - წერს ტრამპი.

მსგავსი სიახლეები