ტრამპი: ისტორიული დღე ლიბანისთვის, კარგი რაღაცები ხდება

17.04.26 10:16
ტრამპი: ისტორიული დღე ლიბანისთვის, კარგი რაღაცები ხდება

„შესაძლოა, ლიბანისთვის ისტორიული დღე იყოს. კარგი რაღაცები ხდება“- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. 

მანამდე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „იმედი აქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად და მშვენივრად იმოქმედებს“.

„იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად მოიქცევა. თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება. მკვლელობები აღარ იქნება. საბოლოოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა.