"თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა საპასუხოდ მიიღებს საჭირო ზომებს" - ირანის საგარეო
თუ შეერთებული შტატების მიერ ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
თუ მეორე მხარე გადაწყვეტს თავისი ვალდებულებების დარღვევას, რასაც, როგორც ჩანს, აპირებს, და თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა საპასუხოდ მიიღებს საჭირო ზომებს და ეს ეჭვგარეშეა," - განაცხადა ესმაილ ბაგაიმ.
ამასთან, ირანის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე "შეთანხმება" ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
თუმცა, მისივე თქმით, შესაძლო წინასწარი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია უახლოეს დღეებში, შუამავალი პაკისტანის ძალისხმევით.