ზელენსკი: რუსეთი ლუკაშენკას ომში ჩათრევას შეეცდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის სამხედრო ქმედებებში ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ.
ამის თქმისსაფუძელს ზელენსკის აძლევს ის ფაქტი, რომ ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, ახალი საარტილერიო პოზიციების მოწყობა და გზების დაგება მიმდინარეობს.
"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება თავის ომში ბელარუსის ჩათრევას," აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მან შესაბამის არხებს დაავალა, „ბელარუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინათ იმის შესახებ, რომ უკრაინა მზად არის, დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა“.
- ცნობისთვის, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ბელარუსი რუსული არმიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი პლაცდარმი იყო, რომლის ტერიტორიაც რუსული ჯარების გადაადგილების, სარაკეტო იერიშებისა და უკრაინაზე დრონებით თავდასხმების მიზნისთვის გამოიყენებოდა.
- თუმცა, ამის მიუხედავად ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით წამოწყებული სახმელეთო იერიში წარუმატებლად დამთავრდა.