Sky News: ჰორმუზის სრუტეში ტანკერების პირველი მასშტაბური გადაადგილება შეინიშნება

18.04.26 12:31
Sky News: ჰორმუზის სრუტეში ტანკერების პირველი მასშტაბური გადაადგილება შეინიშნება

Sky News-ის ინაფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების პირველი მასშტაბური გადაადგილება შეინიშნება. ამას ადასტურებს საზღვაო ნავიგაციის მონიტორინგის ვებგვერდის MarineTraffic-ის მონაცემები.

როგორც Sky News-ი წერს, გამთენიისას ჰორმუზის სრუტეში თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდმა ოთხმა ტანკერმა გაიარა, ხოლო შემდეგ ნავთობით და ქიმიური პროდუქტებით დატვირთულმა რამდენიმე ტანკერმა.

  • ცნობისთვის, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა. 

მსგავსი სიახლეები