The Guardian: ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა
ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, 28 თებერვლის შემდეგ პირველად, ზოგიერთმა აეროპორტმა მუშაობა დილის 7 საათზე განაახლა.
- გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში საერთაშორისო ფრენები არ ფიქსირდება.