აშშ-მა რუსული ნავთობის სანქციებზე პაუზა 30 დღით გაახანგრძლივა

18.04.26 14:23
აშშ-მა რუსული ნავთობის სანქციებზე პაუზა 30 დღით გაახანგრძლივა

აშშ-მა რუსული ნავთობის სანქციებზე პაუზა 30 დღით გაახანგრძლივა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკული სანქციები რუსულ ნავთობზე კიდევ ერთი თვე არ გავრცელდება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ეს გამონაკლისი ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეიძინონ რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც გემებზე 17 აპრილამდე ჩაიტვირთა. ბრძანება ცვლის აშშ-ს მიერ 13 მარტს დაწესებულ 30-დღიან გამონაკლისს, რომლის ვადაც 11 აპრილს ამოიწურა.

Reuters-ს აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების, რომლებიც აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომის ფონზე მკვეთრად გაიზარდა, კონტროლის ფარგლებში აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილია. სააგენტო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აშშ-მ მას შემდეგ მიიღო, რაც აზიის ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობის მაღალი ფასებით განსაკუთრებით დაზარალდნენ, ვაშინგტონს ალტერნატიულ მიწოდებების ბაზრებზე დაშვება სთხოვეს.

 

მსგავსი სიახლეები