CNN: აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 20 აპრილს პაკისტანში გაიმართება

18.04.26 14:44
CNN: აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 20 აპრილს პაკისტანში გაიმართება

CNN ირანულ წყაროებზე დაყრნობით იუწყება, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი  20 აპრილს პაკისტანში გაიმართება.

ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით განაცხადეს, რომ შეხვედრა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით კი, ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას ჯერჯერობით არ დათანხმებულა.

  • ცნობისთვის,  აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს პაკისტანში გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები