ზელენსკი: კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

18.04.26 20:08
ზელენსკი: კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსროლელი მოკლულია. 

“ამ წამს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ შემატყობინა კიევში თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ, რომელმაც ხალხს გაუხსნა ცეცხლი. ყველა გარემოება დგინდება. ამ მომენტისთვის ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ნათესავებსა და ახლობლებს.

ამ მომენტისთვის 10 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას საჭირო დახმარებას უწევენ. ოთხი მძევლის გადარჩენა მოხერხდა,” - წერს ზელენსკი.

უკრაინის დედაქალაქ კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაუხსნა. 

მსგავსი სიახლეები