უნგრეთში ხმების დათვლა დასრულდა — ცნობილია, როდის გახდება მადიარი პრემიერ-მინისტრი
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლა დასრულდა — ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, წერს hvg.hu.
100%-ით დათვლილი ბიულეტენების მიხედვით, „ტისამ“ 141 მანდატი მიიღო, რაც კონსტიტუციურ უმრავლესობას აღემატება. მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ 52 ადგილით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პარტია „ჩვენმა ქვეყანამ“ 6 მანდატი მოიპოვა. სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შედეგები შესაძლოა ნაწილობრივ გასაჩივრდეს და საბოლოო მონაცემები მაისის დასაწყისში დაზუსტდეს. ამასთან, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი უკვე ითხოვს ერთ-ერთ ოლქში ხელახალ არჩევნებს, სადაც სხვაობა მხოლოდ 258 ხმა იყო.
მოსალოდნელია, რომ ახალი პარლამენტი 9 მაისს დაკომპლექტდება და იმავე დღეს პრემიერ-მინისტრის არჩევაც მოხდება. დიდი ალბათობით, ამ პოსტს პეტერ მადიარი დაიკავებს, ხოლო ახალი მთავრობა ფიცს მაისის შუა რიცხვებში დადებს.