BBC: აშშ-ში სროლის დროს მოკლული რვა ბავშვიდან შვიდი თავდამსხმელის შვილი იყო
აშშ-ში, ლუიზიანის შტატის ქალაქ შრივპორტში სროლის დროს მოკლული რვა ბავშვიდან შვიდი თავდამსხმელის შვილი იყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, ორი ზრდასრული ქალი, მათ შორის ბავშვების დედა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შრივპორტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კრისტოფერ ბორდელონმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი შამარ ელკინსია, რომელმაც შვიდი შვილი და კიდევ ერთი ბავშვი მოკლა, რომელიც მისი ნათესავი არ იყო. ბავშვები ერთიდან 14 წლამდე ასაკის იყვნენ.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას მანქანით ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის გაანეიტრალეს.
პოლიცია მოტივის დადგენაზე მუშაობს.