რუსეთის ქალაქ ტუაფსეში პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ

20.04.26 10:11
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტუაფსეში, პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ინფორმაცია, თავდაპირველად, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს და თავდასხმის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნეს.

მოგვიანებით კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტზე თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.

უკრაინული მედია წერს, რომ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთადერთი საწარმოო კომპლექსია საზღვაო ტერმინალით, რომელიც ეკუთვნის „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტების მიმწოდებელს, RN-Tuapse Marine Terminal LLC-ს. ის ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.