ტრამპი ირანის ლიდერებთან პირად შეხვედრას არ გამორიცხავს — ცეცხლის შეწყვეტის ვადა იწურება

21.04.26 10:23
ტრამპი ირანის ლიდერებთან პირად შეხვედრას არ გამორიცხავს — ცეცხლის შეწყვეტის ვადა იწურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის მაღალჩინოსნებთან პირადად შეხვდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება.

 

ტრამპის თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათის საღამოს იწურება და მისი გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა. მან ირანს მოუწოდა, სერიოზულ მოლაპარაკებებზე გამოვიდეს, მიუხედავად თეირანის განცხადებისა, რომ შესაძლოა შეხვედრას არ დაესწროს.

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ისლამაბადში უკვე მიემგზავრებიან აშშ-ის დელეგაციის წევრები — ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი პირობა უცვლელია — ირანმა სრულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტის განახლება არ არის გამორიცხული.

მისივე თქმით, ირანის მკაცრი რიტორიკა შესაძლოა მოლაპარაკებების ტაქტიკის ნაწილი იყოს, მაშინ როცა პროცესზე გავლენას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახდენს.