ტრამპი: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება

22.04.26 09:53
ტრამპი: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება, მათი საზღვაო ბლოკადა კი გაგრძელდება. 

 ირანთან ცეცხლის შეწყვეტის 2-კვირიანი ვადა დღეს, 22 აპრილს იწურებოდა.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად გახლეჩილია, რაც არც ისე მოულოდნელია, პაკისტანის გენერალი ფელდმარშალის, ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, ირანზე დარტყმები შევაჩეროთ იქამდე, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, ჩვენს სამხედროებს მითითება მივეცი, რომ ბლოკადა განაგრძონ, ყველა სხვა ასპექტში კი დარჩნენ მაზდყოფნაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გავახანგრძლივებ იქამდე, ვიდრე ისინი თავიანთ წინადადებას არ წარმოადგენენ და განხილვები არ მორჩება ამა თუ იმ გზით". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.