მოლდოველ ოლიგარქს, პლახოტნიუკს მილიარდების მოპარვისთვის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22.04.26 16:30
მოლდოველ ოლიგარქს, პლახოტნიუკს მილიარდების მოპარვისთვის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.   ადგილობრივი მედიის ცნობით, მოლდოვის სასამართლომ ოლიგარქი და „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ ლიდერს ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეზე გაასამართლეს. 

პლახოტნიუკი თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

პროკურატურა პლახოტნიუკისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

განაჩენს ვლადიმირ პლახოტნიუკი კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, ვლადიმირ პლახოტნიუკი მიმალვაში 2019 წლიდან იმყოფებოდა. 2025 წლის ივლისში საბერძნეთში, კერძოდ ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს.