რუსეთის 2 რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

23.04.26 10:42
რუსეთის 2 რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

23 აპრილის ღამეს დრონებით თავდასხმების შედეგად ხანძარი გაჩნდა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, გორკის ნავთობსატუმბო სადგურსა და რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაში. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

სამარის ოლქში თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც დაადასტურა.

„წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არიან. ნოვოკუიბიშევსკის სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა“, - განაცხადა სამარის ოლქის გუბერნატორმა.