ისრაელი და ლიბანი დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავენ
ისრაელი და ლიბანი დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, რომლის დროსაც ბეირუთი ცეცხლის შეწყვეტის ერთი თვით გახანგრძლივების წინადადების წარდგენას გეგმავს.
ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ელჩების დონეზე მოლაპარაკებები „ემყარება ისრაელის აგრესიის სრულ შეჩერებას, ლიბანის ტერიტორიებიდან ისრაელის გაყვანას, პატიმრების დაბრუნებას, არმიის საერთაშორისო საზღვრებზე განლაგებას და ამ ომის დროს დანგრეული ტერიტორიების აღდგენის დაწყებას“.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელიც 16 აპრილს შევიდა ძალაში.