მე მთელი მსოფლიოს დრო მაქვს, ირანს კი არა - წამმზომი ჩართულია! - ტრამპი
ირანთან შეთანხმება მხოლოდ მაშინ გაფორმდება, როდესაც ეს შესაბამისი და კარგი იქნება აშშ-ისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვისა და მსოფლიოსთვის.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება ირანისთვის - დრო მათ მხარეს არაა!“
...მე მთელი მსოფლიოს დრო მაქვს, ირანს კი არა - წამმზომი ჩართულია! [...] ირანის საზღვაო ფლოტი ზღვის ფსკერზეა, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი საზენიტო და სარადარო შეიარაღება აღარ არსებობს, მათი ლიდერები ჩვენთან აღარ არიან, ბლოკადა არის ჰერმეტული და მტკიცე, აქედან კი ვითარება მხოლოდ გაუარესდება, დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს! შეთანხმება მხოლოდ მაშინ გაფორმდება, როდესაც ეს იქნება მიზანშეწონილი და სასარგებლო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და, ფაქტობრივად, დანარჩენი მსოფლიოსთვის" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.