ისრაელსა და ლიბანს შორის ზავი 3 კვირით გაგრძელდება - ტრამპი
ისრაელსა და ლიბანს შორის ზავი 3 კვირით გაგრძელდება - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მხარეების ელჩებსა და აშშ-ს წარმომადგენლების შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრა ძალიან კარგად ჩატარდა და ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტა სამი კვირით გაგრძელდება.
მისი თქმით, აშშ აპირებს თანამშრომლობას ლიბანთან, რათა მას ჰეზბოლასგან დაცვაში დაეხმაროს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში მიიღოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი.