რით ხსნის პუტინი ინტერნეტის შეზღუდვას

24.04.26 11:25
რით ხსნის პუტინი ინტერნეტის შეზღუდვას

ვლადიმერ პუტინი რუსეთში ინტერნეტის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უსაფრთხოებით ხსნის.

ეს დაკავშირებულია ოპერატიულ ღონისძიებებთან ტერაქტების პრევენციის მიზნით - უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის პრიორიტეტი იქნება - აცხადებს  რუსეთი პრეზიდენტი.

ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსეთის მოქალაქეებს წვდომა აქვთ შეზღუდული მათ შორის ტელეგრამის, იუთუბის, ფეისბუკისა და ინსტაგრამის აპლიკაციებზეც.

არ შემიძლია არ მივაქციო ყურადღება ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებებს, მათ შორის დიდ ქალაქებში. ეს დაკავშირებულია ოპერატიულ ღონისძიებებთან ტერაქტების პრევენციის მიზნით - უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის პრიორიტეტი იქნება.

რა თქმა უნდა, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, მაგრამ თუ ეს წინასწარ მოხდება, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპერატიულ მუშაობას, რადგან დამნაშავეებიც ყველაფერს ხედავენ. შესაბამისად, მოქალაქეებს ინფორმაცია მაინც უნდა მიეწოდოს, სულ მცირე, უკვე ჩატარებული სამუშაოების შედეგების მიხედვით.

აუცილებელია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები - სახელმწიფო მომსახურებები, გადახდის სისტემები, ექიმთან ჩაწერა - შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს. ისევე როგორც საგანგებო ზარები მობილურ ტელეფონებში, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომია. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო უწყებებთან, გამოიჩინონ მოქნილობა მუშაობაში და გაითვალისწინონ მოქალაქეების ინტერესები. სწორედ მათთვის ვმუშაობთ ყველა.

მსგავსი სიახლეები