რომის პაპი: ომის მომხრე ვერ ვიქნები

24.04.26 12:52
რომის პაპი: ომის მომხრე ვერ ვიქნები

რომის პაპის გზავნილი მსოფლიოს - "ომის მომხრე ვერ ვიქნები" - თქვა  კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურმა ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

პაპი ლეო XIV გმობს ირანში  მომიტინგეების მკვლელობებს და ამბობს, რომ ადამიანებისთვის სიცოცხლის უსამართლოდ წართმევა აღმაშფოთებელია. 

როგორც პასტორი, ომის მომხრე ვერ ვიქნები... ვგმობ ყველა უსამართლო ქმედებას. ვგმობ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას. როდესაც რეჟიმი, როდესაც ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვა ადამიანების სიცოცხლეს უსამართლოდ ართმევს, ცხადია, ეს არის ის, რაც უნდა დავგმოთ“, - განაცხადა რომის პაპმა. 

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპ სოციალურ ქსელში „სუსტი“ და „საშინელი“ უწოდა იმის გამო, რომ მან ირანის წინააღმდეგ ომი გააკრიტიკა. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა : „ვინმე ხომ ვერ ეტყოდით პაპ ლეოს ირანელი მომიტინგეების დაღუპვის შესახებ?“.

მსგავსი სიახლეები