ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

24.04.26 16:41
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

„საუდის არაბეთში ჩავედი, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შევხვდები“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინამ გუშინ, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე მიიღო ფინანსური გარანტიები მდგრადობისთვის.

„დღეს ჩვენ წინსვლას ვახდენთ საუდის არაბეთთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში შეთანხმებების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერება ორმხრივი იყოს. ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ არსებით თანამშრომლობას“, - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები