ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მათ უნდა დაასრულონ ჰორმუზის შესახებ პომპეზური კონფერენციები და ნავში ჩასხდნენ - ჰეგსეტი

24.04.26 17:12
ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მათ უნდა დაასრულონ ჰორმუზის შესახებ პომპეზური კონფერენციები და ნავში ჩასხდნენ - ჰეგსეტი

ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მათ უნდა დაასრულონ ჰორმუზის შესახებ პომპეზური კონფერენციები და ნავში ჩასხდნენ, – ამის შესახებ აშშ-ს ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე შტატებზე მეტად ევროპას უფრო სჭირდება - "ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი". 

„ევროპამ და აზიამ ათწლეულების განმავლობაში ისარგებლეს ჩვენი დაცვით, მაგრამ უფასოდ მგზავრობის დრო დასრულდა. ამერიკა და თავისუფალი მსოფლიო იმსახურებენ მოკავშირეებს, რომლებიც ქმედუნარიანი, ერთგული არიან და ესმით, მოკავშირეობა ცალმხრივი ქუჩა არ არის, ეს ორმხრივი ქუჩაა. ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ და, შესაძლოა, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ, ნაკლები პომპეზური კონფერენციები ჩაატარონ და ჩასხდნენ ნავში. ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ირანის პორტების ბლოკადა „სულ უფრო ძლიერდება“. ჰეგსეტი ამბობს, რომ ომი გამოიწვევს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

„ეს არის თამამი და საშიში მისია. საბოლოო ჯამში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ეს არის საჩუქარი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

 

მსგავსი სიახლეები