რუსებმა დნიპროს დაარტყეს - დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

25.04.26 10:07
რუსებმა დნიპროს დაარტყეს - დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროს დაარტყეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - დაშავებულია სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს .

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქალაქ დნიპროს გარდა დაშავებულები ჩერნიგოვის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებში არიან.

რუსეთის ტაქტიკა უცვლელი რჩება: დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. სამიზნეების უმეტესობა ქალაქებში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ობიექტები და ბიზნესები. ყოველმა მსგავსმა დარტყმამ ჩვენს პარტნიორებს უნდა შეახსენოს, რომ სიტუაცია სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სასწრაფოდ გაძლიერება გვჭირდება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

  

მსგავსი სიახლეები