ირანის დელეგაცია ისლამაბადშია - CNN-ის ინფორმაციით, პაკისტანში მიემგზავრებიან აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებიც
ირანის დელეგაცია პაკისტანშია - პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისლამაბადში იმყოფება.
აბას არაღჩის ისლამაბადში რამდენიმე საათის წინ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი დახვდა.
„მოუთმენლად ველი ნაყოფიერ ჩართულობას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ არის მიმართული“, - დაწერა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი ისლამაბადში მიემგზავრებიან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის
ვიცე-პრეზიდენტი ჯ. დ. ვენსი, რომელიც თეირანთან წინა შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ამჟამად მოგზაურობას არ გეგმავს, რადგან ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. თუმცა, წყაროების ცნობით, ვენსი მზადაა ისლამაბადში გაემგზავროს, თუ მოლაპარაკებები წინ წავა.