ალიევი: აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ

25.04.26 15:49
ალიევი: აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

გაბალაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე, ალიევმა ასევე თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილა.

„მე მახსოვს 2023 წლის იანვარში კიევში ჩემი ვიზიტი. მაშინ თქვენთან (ვოლოდიმირ ზელენსკი) მოსაზრებების გაცვლამ და ჩვენ შორის შემდგომმა კონტაქტებმა უკრაინა-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზე აიყვანა. ჩვენს თანამშრომლობას ძალიან ძლიერი პოლიტიკური საფუძველი აქვს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ასევე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მხარეებმა დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს.