აშშ-მა ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიასა და ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციები დაუწესა - ხაზინის დეპარტამენტი

25.04.26 15:54
აშშ-მა ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიასა და ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციები დაუწესა - ხაზინის დეპარტამენტი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, Hengli Petrochemical-ისა და ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 40 კომპანიასა და გემს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ირანთან დაკავშირებული რამდენიმე კრიპტოვალუტის საფულის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და 344 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაყინა.

ჩინეთში დაფუძნებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ირანის ეკონომიკის მხარდაჭერის საქმეში. Hengli ირანული ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, რომელმაც მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი შეიძინა“, - ნათქვამია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.