POLITICO: რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზულ პრეტენდენტად განიხილება
POLITICO-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გარემოცვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზულ პრეტენდენტად განიხილება.
POLITICO წერს, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, რუბიო დაახასიათა, როგორც „ლოიალური, საოცრად ჭკვიანი, მჭევრმეტყველი და ძალიან გამოცდილი“ და დასძინა, რომ ის „გამარჯვებულია“.
თეთრი სახლის ინსაიდერები რუბიოს პოზიციების გაძლიერებას და 2028 წლის არჩევნებისთვის მის შესაძლო კანდიდატურას განიხილავენ... პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზოგიერთი უახლოესი და ნდობით აღჭურვილი პირი მარკო რუბიოს სულ უფრო ხშირად განიხილავს 2028 წლის არჩევნების სერიოზულ პრეტენდენტად ეს არის აღიარება იმისა, თუ რა სიმამაცით ართმევს თავს ეს ფლორიდელი პოლიტიკოსი საგარეო კონფლიქტებს და როგორ ავლენს პოლიტიკური „ნაღმებისთვის“ გვერდის ავლის უნარს.
ეს გასაოცარი შემობრუნებაა პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ოდესღაც ზედმეტად სისტემურ ფიგურად და 2016 წლის წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიით დაზიანებულად თვლიდნენ. თუმცა, მისმა მუშაობამ ვენესუელას ლიდერის, ნიკოლას მადუროს გადაყენების საკითხზე და მისმა ურყევმა ერთგულებამ ტრამპის მიმართ, აამაღლა მისი რეიტინგი როგორც „დასავლეთ ფრთაში“ [თეთრ სახლში], ისე ამომრჩევლებში...“ - ნათქვამია სტატიაში.