მაია სანდუ კიევში ჩავიდა

26.04.26 15:40
მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

სანდუს განცხადებით, იგი კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ჩერნობილშიც გაემგზავრება, სადაც პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც კატასტროფის დროს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა.

მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც „აშენებენ და არა ანადგურებენ“ და სოლიდარობა არ უნდა შემოიფარგლოს საზღვრებით.

„ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, კიევში ვიმყოფები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა“, - წერს სანდუ.

მსგავსი სიახლეები