რეიგანის შემდეგ ტრამპი - რა მოხდა სასტუმრო "ჰილტონში" თეთრი სახლის ვახშამზე
ვაშინგტონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონში" დანებითა და პისტოლეტებით შეიარაღებული თავდამსხმელი იმ დროს შეიჭრა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტებს მასპინძლობდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ შიდა პერიმეტრში შეეღწია და აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გაეხსნა.
სროლის დროს საბანკეტო დარბაზში დაახლოებით 2600 სტუმარი იმყოფებოდა — ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. პირველი გასროლებიდან მალევე დარბაზი უსაფრთხოების თანამშრომლებით გაივსო და დაიწყო ევაკუაცია — პრეზიდენტი და პირველი ლედი დაცვამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. კადრებში ჩანს, რომ დარბაზიდან თავდაპირველად გამოიყვანეს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
რამდენიმე წუთში ადგილი საგანგებო ოპერაციის ზონად იქცა — ტერიტორია სრულად დაიბლოკა, სპეცსამსახურებმა კი შენობის შიდა პერიმეტრზე კონტროლი სწრაფად დაამყარეს. თავდამსხმელი სროლიდან მალევე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 31 წლის კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია. გავრცელებული მონაცემებით, კოულ ალენი სასტუმროში რამდენიმე დღით ადრე იყო დაბინავებული და იარაღი თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, კონტროლის ზონასთან ახლოს, შენობის ტერიტორიაზე მოამზადა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.