ოკუპანტებმა ოდესაზე მასირებული იერიშები მიიტანეს - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც

27.04.26 10:12
ოკუპანტებმა ოდესაზე მასირებული იერიშები მიიტანეს - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც

გასულ ღამე სოკუპანტებმა ოდესაზე მასირებული იერიშები მიიტანეს. ქალაქის რამდენიმე რაიონში სერიოზული ნგრევა იყო. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 10 წლის გოგონა და 1 წლის ბავშვი. განსაკუთრებით დაზარალდა პრიმორსკის რაიონი, სადაც საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

დარტყმები ასევე განხორციელდა ხაჯიბეისა და კიევის რაიონებში – დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები. გაჩნდა ხანძრები საცხოვრებელ შენობებში, აგარაკებზე, მაღაზიასა და სატრანსპორტო ობიექტებზე.

ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 250-ზე მეტი მაშველი. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ, ხოლო მოსახლეობას – მხარდაჭერა და კონსულტაციები ზიანის ანაზღაურების საკითხებზე.

დაზიანდა ასევე პორტის ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები, თუმცა ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი სიახლეები