რუსეთის ციხეში პოლიტპატიმარი გარდაიცვალა
რუსეთის ციხეში პოლიტპატიმარი ოლეგ ტირიშკინი გარდაიცვალა - ეს უკანასკნელი VK-ში დაწერილი კომენტარის გამო გაასამართლეს. საქმე ეხება სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ კომენტარს, რომელიც 2004 წელს ახმატ კადიროვის დაღუპვას ეხებოდა.
უცნობია, სად იმყოფებოდა ტირიშკინი სიკვდილის მომენტში, რადგან გარდაცვალება მისი ეტაპირების დროს დაფიქსირდა. [სავარაუდოდ, იგი კემეროვოს ოლქში იმყოფებოდა].
RusNews აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ოლეგ ტირიშკინი სავარაუდოდ „გულის პრობლემების გამო“ დაიღუპა.
64 წლის ოლეგ ტირიშკინი კუზბასელი მეშახტე და პროფკავშირების აქტივისტი იყო. 2024 წლის დეკემბერში სამხედრო სასამართლომ მას ორი წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა „ტერორიზმის საჯარო გამართლების“ მუხლით.
მხოლოდ აპრილში ეს რუსეთში პოლიტპატიმრის სიკვდილის მესამე ცნობილი შემთხვევაა. 8 აპრილს კომსომოლსკ-ამურის საგამოძიებო იზოლატორში (СИЗО) სავარაუდოდ თავი მოიკლა 53 წლის მხატვარმა ანდრეი აკუზინმა, რომელიც ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო იყო დაპატიმრებული;
17 აპრილს ვორონეჟის მე-2 კოლონიაში 43 წლის პოლიტპატიმრის, ვეგან ქრისტოლუბ ბოჟის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცნობა.