აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ჩავიდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში არაღჩი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის კოორდინაციას განიხილავენ.
ირანის ელჩის, ქაზემ ჯალალის განცხადებით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
ამასთან, ირანული მედიის ცნობით, არაღჩი ასევე შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სადაც განიხილავენ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებს.