Reuters: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით დრონი გაუშვა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკზე განახორციელეს.