ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა
ავარია ინდონეზიაში - ბეკასიში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა.
ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა ცდილობენ.