მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაივლის
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე დაგეგმილი აღლუმის სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარება „ოპერატიულ ვითარებას“ და უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გადაწყვეტილება „კიევის რეჟიმის ტერორისტულ აქტიურობას“ დაუკავშირა და აღნიშნა, რომ არსებული საფრთხეების ფონზე, ხელისუფლება შესაბამის ზომებს იღებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ წელს აღლუმში საბრძოლო ტექნიკა არ იქნება წარმოდგენილი, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგაც, 9 მაისის აღლუმები ტრადიციულად ფართომასშტაბიანი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით ტარდებოდა.